geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დოქტორნატურის პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადდა მიღება 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით:

საერთაშორისო ურთიერთობები - 3

საზოგადოებრივი გეოგრაფია - 2

სოციოლოგია - 1

 

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის ვადების, პროცედურებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის შესახებ იხილეთ შესაბამის ბრძანებებში:

ბრძანება N194/01-01 (28.07.2026)

ბრძანება N200/01-01 (29.07.2026)

 

კანდიდატებთან გასაუბრების განრიგი:

საერთაშორისო ურთიერთობები — 16 სექტემბერი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია;

საზოგადოებრივი გეოგრაფია — 17 სექტემბერი, 12:00 სთ, VI კორპუსი, 303-ე აუდიტორია;

სოციოლოგია — 17 სექტემბერი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 105-ე აუდიტორია.

 

დარგობრივი კომისიების შემადგენლობა

1. საზოგადოებრივი გეოგრაფია

ნინო პავლიაშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი — კომისიის თავმჯდომარე;

იოსებ სალუქვაძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი — კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

თამარ დოლბაია — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი — კომისიის მდივანი;

გიორგი გოგსაძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი;

გიორგი კვინიკაძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დოქტორი.

 

2. საერთაშორისო ურთიერთობები

კონსტანტინე შუბითიძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი — კომისიის თავმჯდომარე;

თორნიკე თურმანიძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი — კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ფიქრია ასანიშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი — კომისიის მდივანი;

ზურაბ დავითაშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი;

გვანცა აბდალაძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

 

3. სოციოლოგია

იაგო კაჭკაჭიშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი — კომისიის თავმჯდომარე;

ამირან ბერძენიშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი — კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

შორენა თურქიაშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი — კომისიის მდივანი;

ლია წულაძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი;

ანა დიაკონიძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი.

 

სააპელაციო კომისია:

ნინო პავლიაშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი;

დავით მაცაბერიძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;

ანა დიაკონიძე — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი;

შორენა თურქიაშვილი — თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.